თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
"ქვეყანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“,- დაწერა მან "ტვიტერში."
თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1 651-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთის 10 პროვინციაში 11 199 ადამიანი დაშავდა.