ავტორი:

კადიროვის მალდივური არდადეგები? - ჩეჩნეთის ლიდერის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

კადიროვის მალდივური არდადეგები? - ჩეჩნეთის ლიდერის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

კერძო ვერტმფრენი Airbus ACJ319, ნომრით RA-73417, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ეკუთვნის, რადარმა მალდივის კუნძულებზე დააფიქსირა. მედიის ცნობით, თვითმფრინავი მალდივებზე სამი დღის განმავლობაში იყო.

  • Radarbox-ის მონაცემებით, თვითმფირნავი გროზნოდან პირველ თებერვალს აფრინდა და მოსკოვში დაეშვა. მეორე დღეს მალდივებზე ჩაფრინდა. სამი დღის შემდეგ კი კადიროვის თვითმფრინავი მახაჩყალას მიდამოებში შენიშნეს.

უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ჩეჩნეთის ლიდერი ბორტზე, თუმცა მედიის ცნობით, ის არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე იმ პერიოდში, როცა თვითმრინავი მალდივებზე იყო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კადიროვი აკრიტიკებდა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომის დროს ქვეყანას ტოვებდნენ. გამოცემა kavkazr წერს, რომ კადიროვის 16 წლის ვაჟი ამჟამად საზღვარგარეთ, ტაილანდში იმყოფება.

ცნობილია, რომ კადიროვი არაერთხელ ყოფილა მალდივებში. მაგალითად, მისი თვითმფრინავი კუნძულზე 2021 წლის 2-დან 6 ნოემბრამდე პერიოდში დააფიქსირეს.

უფრო ხშირად ჩეჩნეთის ლიდერი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს სტუმრობს.