ავტორი:

"ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით სახელისუფლებო პარტიას" - ნიკა მელია "ნაცმოძრაობის" ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

"ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით სახელისუფლებო პარტიას" - ნიკა მელია "ნაცმოძრაობის" ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ამ შემთხვევაში ეფექტური ვერ იქნება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია განმარტავს, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ექმენება.

"რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.

საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.

თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“,-წერს მელია.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

იხილეთ ასევე: