ავტორი:

"რუსეთმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ" - კადიროვის თქმით, უკრაინის ომის შემდეგ, პოლონეთის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას გეგმავს

"რუსეთმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ" - კადიროვის თქმით, უკრაინის ომის შემდეგ, პოლონეთის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას გეგმავს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ აპირებს პოლონეთის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ.

სწორედ ამ შინაარსის განცხადებით გამოეხმაურა კადიროვი პოლონეთში ამერიკული იარაღის გადაცემის შესაძლებლობას.

"ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული განცხადებაში კადიროვმა გააკრიტიკა პოლონეთი და აშშ და განაცხადა, რომ "რუსეთმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ მთელ ევროპაში."

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა მოუთმენლად ელოდება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს.

მისი თქმით, უკრაინაში გადაცემული ტექნიკის ჩასანაცვლებლად პოლონეთს ამერიკული იარაღი სჭირდება.