ავტორი:

ბილ გეითსი გირჩევთ: ფილმები და სერიალები სტრესთან გასამკლავებლად: თუ ცოტა ხნით "ცხოვრებისგან გაქცევა" მოგინდათ

ბილ გეითსი გირჩევთ: ფილმები და სერიალები სტრესთან გასამკლავებლად: თუ ცოტა ხნით "ცხოვრებისგან გაქცევა" მოგინდათ

სტრესთან გასამკლავებლად ყველას საკუთარი მეთოდი აქვს. დაძაბული ცხოვრების რიტმისგან გაქცევა აუცილებელია და განტვირთვა ყველას სჭირდება. მილიარდერი ბილ გეითსი ამბობს, რომ განტვირთვისთვის ის ან წიგნებს კითხულობს, ამ ფილმებსა და სერიალებს უყურებს.

პანდემიის პერიოდში მან იმ ფილმებისა და სერიალების სია გამოაქვეყნა, რომელსაც განტვირთვისთვის უყურებს ხოლმე და სხვებსაც მისცა ამ ფილმების ნახვის რეკომენდაცია.

ვნახოთ, რომელი ფილმებისა და სერიალების ნახვას გვირჩევს მილიარდერი, იმ შემთხვევისთვის თუ ცოტა შესვენება, ყურადღების გადატანა და დასვენება გვჭირდება:

  • "Spy Game"/"ჯაშუშთა თამაში" (imdb - 7.0)

"ჯაშუშთა თამაშები“ ბილ გეითსის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. 2001 წელს გადაღებულ კინოსურათში მთავარ როლებს რობერტ რედფორდი და ბრედ პიტი ასრულებენ.

"ძალიან ბევრს არ სმენია "ჯაშუშთა თამაშის" შესახებ, მაგრამ მე ალბათ 12-ჯერ მინახავს," - ამბობს მილიარდერი. თრილერი მოგვითხრობს CIA-ს გადამდგარ აგენტზე, რომლის პროტეჟეც ჩინეთში დააკავეს ჯაშუშობისთვის და ამის შემდეგ თავგადასავლებით სავსე ამბავი ვითარდება. ფილმის შეფასება IMDB-ზე 7.0-ია

  • "A Million Little Things"/ "მილიონი წვრილმანი" (imdb - 7,9)

ეს არის სერიალი, რომელსაც გეითსის თქმით, ყოფილ ცოლთან, მელინდასთან ერთად უყურებდა."მილიონი წვრილმანი“ მოგვითხრობს მეგობრების ჯგუფზე, რომელთა აზროვნებაც, დამოკიდებულებები ცხოვრების მიმართ რადიკალურად იცვლება საერთო მეგობრის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ.

ისინი უფრო მეტს ფიქრობენ ადამიანურ ურთიერთობებზე და როგორც გეითსი ამბობს, სერიალი უფრო მეტად დაგვაფიქრებს ჩვენს ქმედებებზე.

  • "This is Us"/ “ეს ჩვენ ვართ" (imdb - 8.7)

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სერიალი ბილ გეითსის მსგავსად, ჩვენი მკითხველის ნაწილის ფავორიტ სერიალებშიც არის. ის გვიყვება ადამიანურ ურთიერთობებზე, ყოველდღიურ ბრძოლებზე და ბევრი ადამიანი გმირებთან საკუთარ თავს აიგივებს. ეს არის სერიალი, რომელიც გათქმევინებთ - "დიახ, ეს მე ვარ."

  • "‘Ozark’ (imdb 8.5)

ეს მილიარდერის კიდევ ერთი ფავორიტი სერიალია. "ოზარკი" გვიყვება ფინანსური მრჩეველზე, რომელსაც ფინანსური პრობლემები შეექმნება და ჩიკაგოდან მისურის შტატში გადადის, სადაც სახიფათო გამოწვევები ელოდება.

"ოზარკში" თამაშობს ჯეისონ ბეიტმენი, როგორც მამა, რომელიც ოჯახთან ერთად გარბის მისურისში ფულის გათეთრების შემდეგ, სადაც ის და მისი მეუღლე, რომელსაც ლორა ლინი თამაშობს, იწყებენ ახალ დანაშაულებრივ ცხოვრებას.

  • “Pandemic: How to Prevent an Outbreak”/"პანდემია, როგორ ავირიდოთ თავიდან დაავადების გავრცელება" (imdb - 6.5)

ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ბილ გეითსის ფავორიტი ფილმების სიაში ეს ფილმიც არის. მილიარდერი წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას მოსალოდნელი პანდემიის შესახებ. ის ინვესტიციას დებს ვაქცინების განვითარებაში. "ნეტფლიქსის" ეს სერიალიც იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად მუშაობენ.

  • I, Claudius (imdb - 8.9)

და ბოლოს, ბილ გეითსი რეკომენდაციას უწევს 1970-იან წლებში გადაღებულ BBC-ის სერიალს რომის იმპერიის შესახებ.

სერიალში აღწერილია რომის იმპერატორების, ავგუსტუსის, ტიბერიუსის, კალიგულას და კლავდიუსის მეფობის პერიოდები. სერიალი რობერტ გრეივზის რომანის მიხედვით არის გადაღებული.