ავტორი:

ცნობილი თურქი მეკარე, 28 წლის აჰმეთ ეიუპ ტურკასლანი ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს

ცნობილი თურქი მეკარე, 28 წლის აჰმეთ ეიუპ ტურკასლანი ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს

ორშაბათს, 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა 28 წლის თურქი მეკარისთვის აჰმეთ ეიუპ ტურკასლანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მისი ცხედარი ქალაქ მალათაიში ნანგრევებიდან ამოიღეს. სამწუხაროდ, სპორტსმენმა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. მაშველებმა ეუპ ტურკასლანის ცოლ-შვილის გადარჩენა შეძლეს.

"ჩვენი მეკარე აჰმედ ეიუპ ტურკასლანი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა. მშვიდად განისვენე. ჩვენ არ დაგივიწყებთ ძვირფასო“ - წერია "მალათიასპორის" ოფიციალურ გვერდზე...

Başımız sağ olsun!

Kalecimiz Ahmet Eyüp Türkaslan, meydana gelen depremde göçük altında kalarak, hayatını kaybetmiştir. Allah rahmet eylesin, mekanı cennet olsun.
Seni unutmayacağız güzel insan.😢 pic.twitter.com/15yjH9Sa1H
— Yeni Malatyaspor (@YMSkulubu) February 7, 2023

აჰმეთ ეიუპ ტურკასლანი Malatyaspor-ის გუნდს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე აჰმეთი თურქეთის სუპერლიგაში თამაშობდა Gaziantepspor-ისა და Ankaraspor-ის, ასევე Yeni Malatyaspor-ის რიგებში.

• შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6 326-მდე გაიზარდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრამ თურქეთის 10 რეგიონზე მოახდინა გავლენა და გარდაცვლილთა რიცხვი ამ მომენტისთვის 4 544 ადამიანს შეადგენს.

სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, სირიაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 782 ადამიანს შეადგენს, აქედან 970-ზე მეტი ადამიანი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაიცვალა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გარდაცვლილთა რიცხვი 812 ადამიანს შეადგენს.

თურქეთის მთავრობის, „თეთრი ჩაფხუტებისა“ და სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ორ ქვეყანაში დაშავებულთა რაოდენობა როგორც მინიმუმ 30 474 ადამიანს შეადგენს.

ნახეთ ასევე: