ავტორი:

“ჩემი ძვირფასი მეუღლის ახლო ნათესავები ნანგრევების ქვეშ არიან... გთხოვთ, დაგვეხმაროთ" - ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია დახმარებას ითხოვს

“ჩემი ძვირფასი მეუღლის ახლო ნათესავები ნანგრევების ქვეშ არიან... გთხოვთ, დაგვეხმაროთ" - ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია დახმარებას ითხოვს

ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია დახმარებას ითხოვს. მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მეუღლის დიდემ პეტეკაიას ნათესავები ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან და დახმარება სთხოვეს. პეტეკაიამ ხელისუფლებას მიმართა.

“ჩემი ძვირფასი მეუღლის, დიდემ პეტეკაიას ახლო ნათესავები ნანგრევების ქვეშ არიან. ჩვენ იქამდე მისვლას ვერ ვახერხებთ… გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს”, - წერს პეტეკაია.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 8 294 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 400.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

იხილეთ ასევე: