ავტორი:

"ეს ამბავი ნათესავებიდან გატყდაო, ვიღაცამ ეტყობა აცნობა პოლიციას" - სად და რა ვითარებაში დააკავეს ბადრი ესებუა: ახალი დეტალები

"ეს ამბავი ნათესავებიდან გატყდაო, ვიღაცამ ეტყობა აცნობა პოლიციას" - სად და რა ვითარებაში დააკავეს ბადრი ესებუა: ახალი დეტალები

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავების სახლში დააკავეს. როგორც წყარო ყვება, ბადრი ესებუა ჯიქიების სახლში იმალებოდა.

სწორედ იქ მივიდა პოლიცია და ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ დრომდე პოლიციაში იმყოფებიან ჯიქიებიც, შესაძლოა, მათ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის ბრალიც წაუყენონ.

"გვეჯე" ( ომია) ჯიქიას სახლში აიყვანეს ესებუა. ცოტა შორეული ნათესავია, როგორც ვიცი. საღამოს იყო ეს სპეცოპერაცია. მათთან რამდენი ხანი იყო, ჯერჯერობით, ეს არ ვიცი. როგორც მითხრეს, დაკავებულია თვითონ ომია და მისი ცოლიც.

ისინი წუხელვე წაიყვანეს პოლიციაში და ამბობენ, ედავებიან შეუტყობინებლობას. ომია გლეხი, პატიოსანი კაცია. მისი ქალიშვილიც ჩვენს სოფელშია გათხოვილი. მათი სახლი ისეთ ადგილას არის, რომ მეზობლები, ახლო-მახლო არავინ ცხოვრობს. განმარტოვებული ადგილია და ცოტა შორს. არის მყუდრო ადგილი. იმასაც ამბობენ, ეს ამბავი ნათესავებიდან გატყდაო, ვიღაცამ ეტყობა აცნობა პოლიციას.... განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: