ავტორი:

"ახლა დასავლეთი საქართველოს ხელების გადაგრეხას იწყებს რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო" - რას წერს კარასინი "ტელეგრამზე"?

"ახლა დასავლეთი საქართველოს ხელების გადაგრეხას იწყებს რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო" - რას წერს კარასინი "ტელეგრამზე"?

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

კარასინის აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოს „ხელების გადაგრეხას“ იწყებს რუსეთთან „მშვიდი ურთიერთობის გამო“.

"როგორც შეიძლება მოელოდეთ, ახლა დასავლეთი იწყებს საქართველოს ხელების გადაგრეხას რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობების გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა: გააკეთე ეს! ამაზე კომენტარის გაკეთება აზრი არ აქვს!,- წერს კარასინი "ტელეგრამზე".