ავტორი:

თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა - შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა - შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

მიწისძვრის შედეგად თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV-ი ავრცელებს.

NTV-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, რომელიც თურქეთის 10 პროვინციას შეეხო, ჰათაის პროვინციის ისკენდერუნის ოლქში ზღვის დონე გაიზარდა.

ქალაქ ისკენდერუნში სანაპიროს გასწვრივ მდებარე გზები, მოედნები და შენობები დაიტბორა. რისკების გამო, სანაპირო ბულვარზე მდებარე შენობების ევაკუაცია მოხდა.

ისკენდერუნის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაზიანებულ სახლებში არ შევიდნენ.