ავტორი:

რუსული არმიის ნეონაცისტი მებრძოლი იგორ მანგუშევი მკვდარია: კაცს, რომელმაც გასულ ზაფხულს ვიდეო უკრაინელი ჯარისკაცის თავის ქალით ხელში გადაიღო, თავში ესროლეს

რუსული არმიის ნეონაცისტი მებრძოლი იგორ მანგუშევი მკვდარია: კაცს, რომელმაც გასულ ზაფხულს ვიდეო უკრაინელი ჯარისკაცის თავის ქალით ხელში გადაიღო, თავში ესროლეს

რუსული არმიის მებრძოლი, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონ ლუგანსკში სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ნეონაცისტური პოზიციით ცნობილი იგორ მანგუშევი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ. მანგუშევს, გავრცელებული ინფორმაციით, ტყვია თავში ახლო მანძილიდან ესროლეს. მანგუშევის ცოლმა ტატიანამ, ქმრის მკვლელობას სიკვდილით დასჯა უწოდა.

იგორ მანგუშევი ოკუპირებულ ლუგანსკში ანტიდრონების დანაყოფს მეთაურობდა, მაგრამ ასევე იყო სეპარატისტული ჯგუფის, "ენოტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის უკრაინულ ძალებს 2014 წლიდან ებრძოდა.

გასულ ზაფხულს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში მანგუშევი ჩანს, რომელსაც ადამიანის თავის ქალა უკავია ხელში. ვიდეოში ნათქვამია, რომ თავის ქალა მარიუპოლის სამხრეთ პორტში ბრძოლისას დაღუპულ უკრაინელ მებრძოლს ეკუთვნის. ვიდეოში ნაციონალისტი მანგუშევი ამტკიცებს, - რუსეთი ხალხს არ ეომება, ის უკრაინას, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეას ებრძვის და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი უკრაინელი დაიღუპება ომშიო.

მანგუშევი თავდაპირველად ნეონაცისტურ მოძრაობაში იყო, შემდეგ კი კერძო სეპარატისტული ჯგუფი "ენოტი" დააარსა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის რუსეთის ყველაზე ცნობილი სეპარატისტული ჯგუფის ბოსთან, ევგენი პრიგოჟინთან თანამშრომლობდა, როგორც მისი პოლიტიკური სტრატეგი.

მანგუშევის მკვლელობას რუსეთის ხელისუფლება იძიებს, თუმცა გარემოებების შესახებ ჯერ არაფერია ნათქვამი.

იხილეთ ასევე:

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა