ავტორი:

თეა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანის უწყებას სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლებული ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის სარჩელი და მუზეუმს მისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი სასამართლოს სთხოვდა მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას. ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია Justice League [ჯასთის ლიგ] იცავდა. კომპანიის იურისტის, დიტო ხვიჩიას თქმით, მისთვის, როგორც იურისტისთვის, ამ პროცესში გამარჯვებას განსაკუთრებული პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოსარჩელე მისი ბებიაა.

"მუზეუმის საქმეებზე დავას, პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა კიდევ ერთი მიზეზის გამო ჰქონდა. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არის ბებიაჩემი, ნანა გაბრიჩიძე-ბუაძე. ადამიანი, რომელმაც 52 წელი იმუშავა თითქმის ყველა საფეხურზე ეროვნულ მუზეუმში და სრულიად არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი კომისიის მიერ, 15 წუთიანი “პროფესიული” გასაუბრების შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და დააკისრა ეროვნულ მუზეუმს, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. უდიდესი მადლობა ჩვენი Justice League • ჯასთის ლიგ-ის ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა", - წერს დიტო ხვიჩია სოციალურ ქსელში.

თეა წულუკიანის უწყებას ეროვნული მუზეუმიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა არაერთმა პირმა მოუგო სასამართლო დავა.

მას შემდეგ, რაც წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, რეორგანიზაციის ფარგლებში, სამინისტროდან და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან მრავალი თანამშრომელი გათავისუფლდა.