ავტორი:

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბადრი ესებუას საქმეში ჩაერთვება, სიმბოლური იქნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბადრი ესებუას საქმეში ჩაერთვება, სიმბოლური იქნება

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეში ჩაერთვება, სიმბოლური იქნება.

ამის შესახებ კობახიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ ხაჭაპურიძე პროკურატურას ესებუას საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უწუნებს და საქმეში ჩართვას არ გამორიცხავს.

"ეს ძალიან სიმბოლური და ლოგიკური იქნება. ერთ მხარეს სააკაშვილი, მეორე მხარეს ესებუა - ორი უმძიმესი დამნაშავეა და ორივეს ადვოკატობას იმსახურებს შალვა ხაჭაპურიძე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ: