ავტორი:

"სანქციების მე-10 პაკეტში სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სიაში პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები იქნებიან

"სანქციების მე-10 პაკეტში სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სიაში პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები იქნებიან

უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს.

"სამართლიანი მშვიდობა ასევე პასუხისმგებლობას მოიაზრებს. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. შემდგომ დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს წარმოვადგენთ.

პირველი - სანქციებს რიგი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ გამოვიყენებთ, მაგრამ ასევე, ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ძალიან ყურადღებით მოგისმინეთ უკრაინაში, ჩვენ სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ვინაიდან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს რუსეთში და საზღვარგარეთ. თქვენ ამას დაჟინებით ითხოვდით, ჩვენ გაგიგონეთ”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

სამიტში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი იღებდა მონაწილეობას.