ავტორი:

"აღარარსებული "ნაცმოძის" თავმჯდომარე, ყაძახი ოთხი კლასის განათლებით... ცოდვაა ამის კრიტიკა" - რას პასუხობს წულუკიანი ხაბეიშვილს?

"აღარარსებული "ნაცმოძის" თავმჯდომარე, ყაძახი ოთხი კლასის განათლებით... ცოდვაა ამის კრიტიკა" - რას პასუხობს წულუკიანი ხაბეიშვილს?

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პასუხობს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილის კომენტარს, რომელიც გელათში არსებულ ვითარებას ეხება.

მინისტრი ხაბეიძვილს ყაძახს (გლეხს) უწოდებს და ამბობს, რომ კრიტიკისთვისაც კი ეცოდება.

"აია იი? აღარარსებული ნაცმოძის თავმჯდომარე ყაძახი ოთხი კლასის განათლებით? ცოდვაა ამის კრიტიკა" - წერს წულუკიანი.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გელათში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და თეა წულუკიანს აკისრებს. როგორც მან დღეს გელათში განაცხადა, ტაძარი ნადგურდება და აუცილებელია დროული რეაგირება.

ხაბეიშვილის განცხადებით, შეთავაზება აქვს კულტურის მინისტრთან და მზად არიან, უზრუნველყონ საუკეთესო ექსპერტების ჩამოყვანა, რომ ტაძარი გადარჩეს.

"რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იგივეს აკეთებს კრემლის ხელდასმით ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ანადგურებს გელათს და ამასთან დაკავშირებით დასკვნა დადო, მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა. ანუ თეა წულუკიანის სამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაწერეს დასკვნა, გელათთან დაკავშირებით, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება. აქედან ახლოს, არის ბაგრატი, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღდგა, ასევე აღდგა უამრავი ეკლესია. ამ დროს ივანიშვილი ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს. მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება, გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მზად ვართ, უზრუნველყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა ჩვენი ხარჯით. ამიტომ გვიწევს წულუკიანთან ეს შეთავაზება, რომ თქვენ დაანგრიეთ გელათი და წაშალეთ ისტორია. ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა არ უნდა დაიბუდოს აქ. ან მიიღეთ ეს შეთავაზება, ან ხალხის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და თუ საჭირო იქნება ღონისძიებები უნდა გავატაროთ", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.