გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.