ავტორი:

"საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული" - მაკრონი

"საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული" - მაკრონი

საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის, მაგრამ მომავალში აბსოლუტურად არაფერია გამორიცხული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინელი ჯარისკაცების ფრანგული თვითმფრინავების მართვისთვის საჭირო ცოდნას არ ფლობენ და მათ წვრთნას, შეიძლება, თვეები დასჭირდეს, ამიტომ ისინი, ამჟამად, სხვა უფრო გადაუდებელ საჭიროებებზე ფოკუსირებას ანიჭებენ უპირატესობას.

„მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეიძლება მომდევნო რამდენიმე კვირაში განხორციელდეს, რადგან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უცნობი თვითმფრინავების მართვისთვის საჭირო წვრთნებს და თვითმფრინავების მიწოდებას დრო სჭირდება. ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ,“ - აღნიშნა მაკრონმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ აღჭურვილობას, რომელიც რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის საბოლოო მიზნის მისაღწევად ყველაზე სასარგებლო და სწრაფი იქნება.