ავტორი:

"აღჭურვილი იყო ანტენებით და ნამდვილად დაზვერვისთვის გამოიყენებოდა" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩინეთის აეროსტატის შესახებ

"აღჭურვილი იყო ანტენებით და ნამდვილად დაზვერვისთვის გამოიყენებოდა" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩინეთის აეროსტატის შესახებ

ჩინურ სათვალთვალო აეროსტატს, რომელიც მიმდინარე კვირაში აშშ-ში ჩამოაგდეს, საკომუნიკაციო სიგნალების შეგროვება შეეძლო, - ინფორმაციას BBC აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის განცხადებით, აეროსტატი აღჭურვილი იყო მრავალი ანტენით, რომელსაც ინფორმაციის შეგროვება შეეძლო და ის ნამდვილად დაზვერვისთვის გამოიყენებოდა.

გუშინ, ამერიკელმა კანონმდებლებმა მიიღეს არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ჩინეთს საჰაერო ბურთის გაშვების გამო გმობს.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აეროსტატს ჯაშუშობის მიზნებისთვის არ იყენებდნენ და ის მეტეოროლოგიური ობიექტი იყო, რომელიც კურსს ასცდა.

აშშ-მა ჩინური სათვალთვალო აეროსტატი რამდენიმე დღის წინ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში ჩამოაგდო. მისი ჩამოგდების ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.