ავტორი:

უკვე ოფიციალურად: რამზან კადიროვი "ერის მამაა"

უკვე ოფიციალურად: რამზან კადიროვი "ერის მამაა"

ჩეჩნეთის პარლამენტმა რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, რეგიონის ხელმძღვანელს ჩეჩნურ ენაზე "მეხკ-და" დაერქმევა. სიტყვასიტყვით "მეხკან და" მიწის მამას ნიშნავს, მაგრამ "ერის მამის" მნიშვნელობით გამოიყენება.

ასევე, კანონში შევიდა დებულებები, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკის მეთაური კონსტიტუციის დაცვის, ადამიანის და მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების გარანტორია და უნდა უზრუნველყოს ჩეჩნეთის ტერიტორიული უსაფრთხოება და მთლიანობა.

"მასვე დაეკისრა ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის და ჰარმონიის შენარჩუნება",- იუწყება "გროზნი".

კანონი ერთ თვეზე ნაკლებ დროში განიხილეს და მიიღეს. ის ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაჰომედ დაუდოვმა და 20-მა სხვა დეპუტატმა წარადგინეს.

წყარო: kavkazr

მოამზადა: ანა სიბოშვილმა