ავტორი:

50%-იანი ფასდაკლება 20-ზე მეტ ბრენდზე - ჯპს-ში ვალენტინობის აქციები დაიწყო

50%-იანი ფასდაკლება 20-ზე მეტ ბრენდზე - ჯპს-ში ვალენტინობის აქციები დაიწყო

ჯპს-ში ვალენტინობის აქციები უკვე დაიწყო. ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს დახვდებათ 50%-იანი ფასდაკლება 20-ზე მეტ რჩეულ, ყველასათვის საყვარელ, წამყვანი ბრენდების სრულ ასორტიმენტზე. ჯპს-ში წარმოდგენილი სასაჩუქრე ნაკრები თუ ცალკეული პროდუქცია ნებისმიერი ბიუჯეტის, მოთხოვნისა თუ გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

მაგალითად, იდეალური არჩევანი იქნება ერთ-ერთი ბესტსელერი ბრენდის „რევოლუშენის“ სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ადამიანს გაუმარტივებს საჩუქრის შერჩევის პროცესს; ნაკრებში წარმოდგენილია, როგორც თვალისა და ტუჩის მოვლის, ასევე სხვა მოთხოვნადი პროდუქტები, გათვლილი ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანისთვის.

ჯპს-ში მოსულ მომხმარებელს სიახლე დახვდება - Alma K მკვდარი ზღვის მინერალებით მდიდარი კოსმეტიკური ბრენდი ისრაელიდან, თმის და სხეულის მოვლის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, რომელიც მოიცავს თმის მოვლის ხაზიდან - შამპუნის, კონდიციონერისა და ნიღბის სახით. სხეულის მოვლის მიმართულებით - დასაბან, დამატენიანებელ და რელაქსისთვის საჭირო მნიშვნელოვან და საჭირო, საოცარ პროდუქტებს.

ჭავჭავაძის 30 ნომერში მოსულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ დერმატოლოგის უფასო კონსულტაციით და ჩაიტარონ კანის და თმის დიაგნოსტიკა 3D აპარატით, რომელიც საშუალებას იძლება სწორად შეარჩიოთ თავის მოვლის პროდუქტები.

ფასდაკლება გელით ოპტიკის ბრენდებზეც: 10%-იანი ფასდაკლება „აფლელუ პარიზის“ სრულ ასორტიმენტზე და ასევე სხვა ბრენდების პროდუქციაზე: რეი ბანი, გუჩი, არმანი, ტომ ფორდი, მაიკიტა, კალეოსი და ა. შ. რაც მთავარია მოქმედებს ჩინ-ჩინ აქცია, რომლის ფარგლებში მომხმარებელი ერთი სათვალის შეძენის შემთხვევაში მეორეს მიიღებს მხოლოდ 1 ლარად.

R