ავტორი:

"მთელი სოფელი შეძრულია... გოჩა და ნიკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, სიმთვრალეში იჩხუბეს და ეს უბედურება მოხდა" - სპორტსმენის მკვლელობის ახალი დეტალები

"მთელი სოფელი შეძრულია... გოჩა და ნიკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, სიმთვრალეში იჩხუბეს და ეს უბედურება მოხდა" - სპორტსმენის მკვლელობის ახალი დეტალები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი მკვლელობის დეტალებს სამართალდამცველები ამ დრომდე არკვევენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ მოხდა. 34 წლის სპორტსმენი, გოჩა ჯეირანაშვილი მისმა ბავშვობის მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. მას ხუთი ტყვია მანქანიდან ესროლა. ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცველები. დამნაშავე ნიკა სახლთხუციშვილი მალევე დააკავეს. მომხდარზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს.

როგორც ირკვევა, მკვლელობას მეგობრებს შორის შელაპარაკება უძღვოდა წინ.

"მთელი სოფელი შეძრულია ამ ამბით და მომხდარზე საუბარი ყველას უჭირს. მარტყოფი დიდი სოფელია, მაგრამ აქ ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია. რა უნდა ვთქვათ, საშინელება მოხდა. ორივე ერთად გაზრდილები, ბავშვობის მეგობრები არიან და მეზობლები. როგორც ვიცი, სუფრასთან იყვნენ, მთვრალები, იქ მომხდარა შელაპარაკება. ამის შემდეგ გამოსულა ნიკა სახლთხუციშვილი, წამოუღია იარაღი და უსვრია მანქანიდან.

ყველა ტირის და განიცდის მომხდარს. სიმთვრალეში რაღაცაზე იჩხუბეს და ასეთი უბედურება მოხდა.

გოჩა კარგი ახალგაზრდა იყო, მოჭიდავე, სპორტსმენი, ჯანიანი ბიჭები რომ არიან, ასეთები არიან ორივე. ყველას რომ უყვარს. ნიკაც სპორტსმენია, რა გადაუბრუნდა თავში, არავინ იცის. შოკია ყველასთვის...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: