ავტორი:

30 წთ-ში განადგურებული 30 რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა - რა გააკეთეს უკრაინელებმა ქალაქ უგლედარის მისადგომებთან

30 წთ-ში განადგურებული 30 რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა - რა გააკეთეს უკრაინელებმა ქალაქ უგლედარის მისადგომებთან

საბრძოლო ეფექტიანობა ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია ნებისმიერი ომის დროს, ანუ რამდენად დროული, ზუსტი და დამაზიანებელია შენ მიერ გახსნილი ცეცხლი მოწინააღმდეგისთვის და რა საბრძოლო დანაკარგებს (როგორც დაუბრუნებელს, ისე - აღდგენითს) მიიღებს ის ამის შემდეგ...

და როდესაც ამ საბრძოლო ეფექტიანობას ემატება ეფექტურობაც, რასაც კარგად აფიქსირებენ დრონების ვიდეოკამერებიც, მაშინ ერთმანეთზე დადებული ეს ორი ფაქტორი ძალზე მომგებიან შედეგს იძლევა.

პირველი - დრონების ვიდეოკამერებით გადაღებული მოწინააღმდეგის განადგურების კადრები წარმატებული შედეგის ობიექტურ დადასტურებას წარმოადგენს, რომელშიც ეჭვის შეტანა ძალზე ძნელია.

მეორე - ასეთი სახის ვიდეოკადრები გამოდგება თვალსაჩინო სასწავლო საშუალებად დანარჩენი სამხედროებისთვის, რომლებიც შესაბამისი ანალიზის შემდეგ ამ ცოდნას ბრძოლის ველზე წარმატებით გაიმეორებენ .

მესამე - იმავე ვიდეოკადრების ასევე წარმატებით გამოყენება შეიძლება საბრძოლო მოქმედებების პარალელურ საინფორმაციო ომშიც, წმინდა პროპაგანდისტული მიზნებით, ორი მიმართულებით - საკუთარი მოსახლეობის გამარჯვების სულისკვეთების ასამაღლებლად და მოწინააღმდეგის აუდიტორიაში - წაგების განწყობის გასაღვივებლად.

ის, რაც უკრაინელმა სამხედროებმა 6 თებერვალს გააკეთეს ქალაქ უგლედარის მისადგომებთან, ზუსტად ასახავს ზემოთ მოყვანილ თეზისებს და, ამასთანავე, თავისუფლად შეიძლება ჩაიწეროს გინესის რეკორდების წიგნში, თუკი მასში არსებობს ისეთი თავი, რომელიც კონკრეტულ დროში კონკრეტული რაოდენობის ჯავშანტექნიკის აფეთქების რეკორდს ასახავს. 30 წუთში აფეთქებული 30 რუსული ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა - ასეთი საბრძოლო შედეგიანობა რამდენიმე დღის წინ უგლედართან ბრძოლებისას რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.... განაგრძეთ კითხვა