ავტორი:

მოლდოვაში მთავრობა გადადგა - ზუსტი მიზეზი უცნობია

მოლდოვაში მთავრობა გადადგა - ზუსტი მიზეზი უცნობია

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავისი მინისტრთა კაბინეტის მიღწევები ჩამოთვალა, მათ შორის მოლდოვის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა კრიზისის პერიოდს დაემთხვა.

"თანამდებობაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით”, - განაცხადა გავრილიცამ.

მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა.

"თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს”, - თქვა გავირილიცამ.

კანონის თანახმად, ნატალია გავრილიცას კვალდაკვალ გადადგა მთელი მთავრობა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა მას. სანდუს თქმით, თანამდებობისთვის ახალ კანდიდატს საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.

ქვეყანაში ბოლო ხანს მკვეთრად გაუარესებულია ეკონომიკური ვითარება, ენერგომატარებლებს ფასები უკიდურესად გაზრდილია, ასევე ძვირდება პროდუქტი და მედიკამენტები.

იხილეთ ასევე: