ავტორი:

კაცმა ნანგრევებში ნაპოვნი 4 მილიონი დოლარი პოლიციას გადასცა - "მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფული ყალბი იყო"

კაცმა ნანგრევებში ნაპოვნი 4 მილიონი დოლარი პოლიციას გადასცა - "მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფული ყალბი იყო"

თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ 10 პროვინცია გაანადგურა. მიწისძვრის ზონაში მოხალისეები მთელი თურქეთიდან ჩავიდნენ. სამაგალითო საქციელი ჩაიდინა მეჰმედ ოზბერ უსლუმ, რომელიც კონიიდან ჰატაიში ჩავიდა სამძებრო-სამაშველო მიზნით. მან პოლიციას ნანგრევებში ნაპოვნი 4 მილიონი დოლარით სავსე ჩანთა გადასცა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პოლიციისთვის გადაცემულ ჩანთაში ყალბი ფული იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.