ავტორი:

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა.

თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება. ამასთან, როგორც დასავლური მედია იუწყება,

ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ეს მომხდარი კატასტროფისთვის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგან ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო.