ავტორი:

დათი დაბრუნდა

დათი დაბრუნდა

შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილი გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა. ბიჭს აეროპორტში მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. როგორც დათის მამამ, ირაკლი ქოქრაშვილმა მედიასთან განაცხადა დათიმ მკურნალობა ისევ უნდა გააგრძელოს. ამჟამად რეაბილიტაციას საქართველოში გაივლის, მოგვიანებით კი შესაძლოა უცხოეთშიც გადაიყვანონ.

31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს 8 წლის დათი ქოქაშვილი უმძიმესად დაშავდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა, რის მერეც გერმანიაში გაფრინდენ, სადაც ბავშვმა რეაბილიტაციის კური გაიარა.