ავტორი:

"მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო" - ვანო მერაბიშვილი

"მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო" - ვანო მერაბიშვილი

"მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო", განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა "ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში. მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად რუსულ პოზიციას იჭერს.

"გასული წლის 25 თებერვალს გავფრინდი უკრაინაში, იქ რამდენიმე თვე ვცხოვრობდი, მე მორალურად და ფიზიკურად ვმონაწილეობდი ომის პროცესში, იქ ბევრი მოხალისე ჩამოვიდა საქართველოდან და ვეხმარებოდით მათ, როგორც შეგვეძლო... ეს არის უმძიმეს წელი უკრაინისთვის და საქართველო დგას ამისგან შორს. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის პოზიციას. ქართველ ხალხს უყვარს უკრაინა და მხარს უჭრს მას. ახსოვს, რომ უკრაინა საქართველოს არა მხოლოდ 2008 წელს ეხმარებოდა, არამედ გაცილებით ადრე გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთის ომში მონაწილეობდა 200 უკრაინელი მოხალისე და იბრძოდა რუსი აგრესორების წინააღმდეგ. ჩვენი ხელისუფლება აშკარად დგას რუსეთის მხარეს, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სურთ კი მათ ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაერთიანება. ისინი ახლა მეტად იყურებიან მოსკოვისკენ, ვიდრე დასავლეთისკენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: