ავტორი:

შთამბეჭდავი შოუ და სიახლე მსმენელისთვის - რიანა მეორე შვილს ელოდება

შთამბეჭდავი შოუ და სიახლე მსმენელისთვის - რიანა მეორე შვილს ელოდება

რიანა მეორე შვილზეა ორსულად. 2023 წლის Super Bowl-ის ნახევარტაიმის შოუზე, 34 წლის შემსრულებელი წითელი სამოსით წარსდგა მაყურებლის წინაშე და საზეიმო სიტუაციაში გაამხილა სასიხარულო ამბავი. რიანა Super Bowl-ის ნახევარტაიმის შოუს ისტორიაში პირველი ორსულია, ვინც ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

  • ნახევარტაიმის შოუ იმ სახით, რა სახითაც დღეს ვიცნობთ, 90-იან წლებში პოპის მეფემ, მაიკლ ჯექსონმა დააფუძნა, რის შემდეგაც მუსიკის ლეგენდები ყოველწლიურად სანახაობრივი პერფორმანსებით წარდგებიან. დღესდღეობით სუპერ-ბოულის ნახევარტაიმის შოუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა პოპ კულტურაში.

რიანამ გამოსვლა მისი ჰიტებით, "B--- Better Have My Money","Run This Town" და "Umbrella"-თი გახსნა. შოუს დასაწყისში მან დემონსტრაციულად შეიხსნა თავისი ფართე კომბინიზონის ელვა და გამობერილი მუცელი გამოაჩინა. რიანას და რეპერ A$AP Rocky-ს პირველი შვილი 2022 წლის მაისში შეეძინათ. ბიჭუნას სახელი მომღერალს ჯერ კიდევ არ გაუმხელია.

რიანამ პირველად 2022 წლის იანვარში გაამხილა, რომ 33 წლის რეპერისგან პირველ შვილს ელოდებოდა. მომღერლის პარტნიორი შოუს დროსაც შენიშნეს, ის სცენაზე მდგომ რიანას ვიდეოს უღებდა, მხიარულად ყვებოდა მუსიკას და ცეკვავდა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა