ავტორი:

"ქუთაისში მიდიოდა თურმე და მძღოლისთვის უთხოვია, გამიყოლეო..." - ხონში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ქუთაისში მიდიოდა თურმე და მძღოლისთვის უთხოვია, გამიყოლეო..." - ხონში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი მოცურდა და ამოტრიალდა. გარდაცვლილი თამაზ სანოძეა.

"ეს ბიჭი ქუთაისში მიდიოდა თავის საქმეზე და მისთვის უცნობი მძღოლისთვის უთხოვია, გამიყოლე თუ იქეთ მიდიხარო. იმანაც გაუჩერა და გუბთან მოხდა ეს ტრაგედია. ხონში დღეს მოთოვა და გზა მოლიპულია. მოცურებულა ავტომობილი და ამოტრიალებულა" - ამბობს ხონის მცხოვრები.