ავტორი:

რამზან კადიროვის ინფორმაციით, მისი თანაშემწის მოკვლა სცადეს

რამზან კადიროვის ინფორმაციით, მისი თანაშემწის მოკვლა სცადეს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი "ტელეგრამარხზე" წერს, რომ მისი თანაშემწის, სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის" მეთაურის, აპტი ალაუდინოვის მკვლელობა სცადეს. შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა, როდესაც ალაუდინოვმა მოწამლული წერილი მიიღო.

კადიროვის მტკიცებით, მისი თანაშემწის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ახლა მკურნალობას მოსკოვის კლინიკაში გადის.

ამ ეტაპზე კადიროვის თანაშემწის მოწამვლაზე ინფორმაციის ერთადერთი წყარო თავად კადიროვია. ალაუდინოვის კადიროველთა რაზმი უკრაინაში იბრძვის. ის ასევე თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სახალხო მილიციის არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილის პოსტს იკავებს.

რამზან კადიროვი:

"მეგობრებო, ჩვენი ძვირფასი ძმა, რუსეთის გმირი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანაშემწე, "ახმატის" მეთაური და მე-2 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, აპტი ალაუდინოვი რამდენიმე დღის წინ მოწამლეს. წერილის მიღების შემდეგ, სპეციფიკური სუნი იგრძნო, რის შემდეგაც დროულად მიიღო ზომები. მოწამლული შეიყვანეს სამედიცინო ბატალიონში, სადაც უფროსისა და ორი მებრძოლის დახელოვნებული და კომპეტენტური მოქმედებების წყალობით, რომელთაგან ერთი პროფესიონალი ტოქსიკოლოგი აღმოჩნდა, სერიოზული შედეგები თავიდან ავიცილეთ".

კადიროვის განცხადებით, სპეციალისტებმა უკვე აიღეს ბიოლოგიური მასალის ნიმუშები ანალიზისა და მომწამვლელი ნივთიერების იდენტიფიკაციისთვის. პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მცდელობის, მონაწილეთა ვინაობის დადგენის მიზნით და რუსულ მხარეს შედეგები უკვე აქვს...