ავტორი:

"ჩვენი ია აღარ გვყავს, ჩვენი სინათლე და მზის სხივი" - ვასო აბაშიძის ახალი თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"ჩვენი ია აღარ გვყავს, ჩვენი სინათლე და მზის სხივი" - ვასო აბაშიძის ახალი თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მხატვარი-გამნათებელი ია ნადირაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას თეატრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ჩვენი ია, განათების მხატვარი აღარ გვყავს ჩვენი სინათლე და მზის სხივი ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრების და თეატრის ყველა თანამშრომლის უდიდეს დანაკლისს და მწუხარებას იაკო, შენ სულ ჩვენთან იქნები, ამის გვჯერა და გვიყვარხარ ძალიან...“ - წერია თეატრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ია ნადირაშვილის გარდაცვალებაზე სტატუსს აქვეყნებს მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი.

"ჩემი ლამაზი იაკო თეატრში მოსვლის წამიდან გვერდში მედექი! სულ ვგრძნობდი შენს სითბოს და სიყვარულს მიყვარხარ იაკოოოო!“, - წერს მსახიობი.

ია ნადირაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. მის დასახმარებლად შექმნილი იყო სოციალურ ქსელში ჯგუფი, სადაც იასთვის მეგობრები იყვნენ გაერთიანებული.