ავტორი:

ბათუმში ხოფის ბაზრობაზე ხანძარია (ვიდეო)

ბათუმში ხოფის ბაზრობაზე ხანძარია (ვიდეო)

ბათუმში ხოფის ბაზრობაზე ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობაზე რამდენიმე ობიექტს გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხოფის ბაზრობაზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ავტონაწილების მაღაზიებს გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

სამართალდამცავებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.