ავტორი:

"არ გაიმეორო ჩემი შეცდომა! -17 წლის ვიყავი, ახალი აღებული მქონდა მართვის მოწმობა და..." - რას წერს ერეკლე კოდუას ვაჟი

"არ გაიმეორო ჩემი შეცდომა! -17 წლის ვიყავი, ახალი აღებული მქონდა მართვის მოწმობა და..." - რას წერს ერეკლე კოდუას ვაჟი

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ვაჟი, "დრიფტერი" ნოდო კოდუა, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს თავის გაოცდილებაზე წერს და იხსენებს, რომ 17 წლის ასაკში ავარიაში მოყვა...

ნოდო კოდუა:

- ყოველთვის მინდოდა ჩემი გამოცდილება გამეზიარებია ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ხშირად ვისმენთ ისტორიებს და ინფორმაციებს ავარიების შესახებ, რომელიც ექსტრემალური მართვის და დაშვებული შეცდომების შედეგად ხდება. მეც, როგორც ბევრ მოზარდს, ბავშვობიდან მიყვარდა ავტომობილის ექსტრემალურად მართვა და სისწრაფე. ადრეული ასაკიდან საკმაოდ კარგად ვფლობდი საჭეს და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვიყავი, სანამ თავადვე არ აღმოვჩნდი საკუთარი ექსტრემალურობის მსხვერპლი.

17 წლის ვიყავი, ახალი აღებული მქონდა მართვის მოწმობა და როგორც გამოცდილი ავტოსპორტსმენი ქალაქში "თავისუფლად“ გადავადგილდებოდი. მოძრაობის წესებს მაინც და მაინც არ ვიცავდი. ბევრჯერ გადავურჩენივარ ჩემს გამოცდილებას, მაგრამ ერთხელაც სამწუხაროდ არ გამიმართლა...

შუა ქალაქში, სააკაძის მოედანზე BMW M3-ით გადავწყვიტე, ე.წ. დრიფტი. მოულოდნელად მოსახვევში გზის საფარი სველი დამხვდა დავკარგე მანქანის სრული კონტროლი და...

მინდა ყველას მოგიწოდოთ და გირჩიოთ, ვისაც გიყვართ სისწრაფე და ექსტრემი, არასდროს ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი და სხვისი სიცოცხლე. ქალაქში გადაადგილებისას დაიცავით წესები, დღეს უკვე ადვილია მუსრველებმა მიიღონ ტარებისგან სიამოვნება და მიიღონ შეჯიბრებაში მონაწილეობა ისე რომ არავინ დააზარალონ, ამისთვის ქალაქში არსებობს რამდენიმე ადგილი.

არ გაიმეორო ჩემი შეცდომა! ატარე მშვიდად და უსაფრთხოდ! სიყვარულით,

ნოდო კოდუა...", - წერს ერეკლე კოდუას 24 წლის ვაჟი.

ნოდო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი დრიფტერია და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა შეჯიბრებაში.