ავტორი:

"არ გამორიცხავენ, რომ ქალის ცხედარი ხამისკურთან მკვლელობის შემდეგ მიიტანეს... ტყესთან იპოვეს" - ცნობილი ხდება ხობში ნაპოვნი გარდაცვლილის ვინაობა: საქმის ახალი დეტალები

"არ გამორიცხავენ, რომ ქალის ცხედარი ხამისკურთან მკვლელობის შემდეგ მიიტანეს... ტყესთან იპოვეს" - ცნობილი ხდება ხობში ნაპოვნი გარდაცვლილის ვინაობა: საქმის ახალი დეტალები

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურთან 45 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც Ambebi.ge-ს ინფორმაციით, თავად ჩაბარდა პოლიციას.

როგორც წყარო გვეუბნება, მოკლულს ხე-ტყის ბიზნესი ჰქონდა და მომხდარი შესაძლოა, ამ ბიზნესთან იყოს დაკავშირებული.

ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ხათუნა ლაზარიაა. მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი, ვინც ცხედარი გზის პირას ნახა და სამართალდამცავებს შეატყობინა, ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • როგორც Ambebi.ge-ს ხამისკურის მაცხოვრებელი უყვება, არც გარდაცვლილი და არც მკვლელი ადგილობრივი არაა. მისი თქმით, მოკლული ქალის ცხედარი სოფლის მაცხოვრებელმა კაცმა მეორეხარისხოვან გზაზე, ტყესთან ახლოს იპოვა.

მისივე თქმით, ქალს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული. როგორც წყარო გვეუბნება, მკვლელიც და მოკლულიც, ორივე, ქალები არიან და ორივე ზუგდიდელი.

მისივე თქმით, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ქალის ცხედარი ხამისკურთან მკვლელობის შემდეგ მიიტანეს და გზაზე დააგდეს.