ავტორი:

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე სამუშაოები უკვე დაასრულეს.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ხანძარმა ავტონაწილების დაახლოებით ხუთი მაღაზია გაანადგურა.

მათი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.