ავტორი:

ინდოეთის მთავრობა ვალენტინობას "ძროხასთან ჩახუტების დღედ" აცხადებს - "ძროხასთან ჩახუტება ემოციურად გაგვამდიდრებს და ბედნიერებას მოგვიტანს"

ინდოეთის მთავრობა ვალენტინობას "ძროხასთან ჩახუტების დღედ" აცხადებს - "ძროხასთან ჩახუტება ემოციურად გაგვამდიდრებს და ბედნიერებას მოგვიტანს"

ინდოეთის ცხოველთა დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, რომ ვალენტინობის დღე "ძროხასთან ჩახუტების დღედ" აქციონ. ამის მიზანი, მათი თქმით, ინდუისტური ღირებულებების პოპულარიზაციაა.

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელებში უმეტესად, საზოგადოების მხრიდან ირონიული და იუმორით სავსე კომენტარები მოჰყვა.

When nobody hugs you on Cow Hug Day. pic.twitter.com/tYLWQ11Grt
— Advaid അദ്വൈത് (@Advaidism) February 8, 2023

ინდოეთის ცხოველთა დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, "ძროხასთან ჩახუტება ემოციურად გაგვამდიდრებს და ინდივიდუალურ და კოლექტიურ ბედნიერებას შეგვმატებს."

მორწმუნე ინდუისტები, რომელთათვისაც ძროხა წმინდა ცხოველია და მას თაყვანს სცემენ, ამბობენ, რომ ვალენტინობის დასავლური დღესასწაული ტრადიციულ ინდურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ულტრამემარჯვენე ინდუისტურმა ჯგუფებმა, ბოლო წლებში ვალენტინობის დღეს მაღაზიები დაარბიეს, მისალოცი ბარათები და საჩუქრები დაწვეს, ასევე, რესტორნებიდან და პარკებიდან ხელჩაკიდებულ წყვილებს დევნიდნენ. მათი თქმით, ვალენტინობის დღე გარყვნილების გავრცელებას უწყობს ხელს.

Can’t decide which ‘cow’ to hug on 14 February.
— Adrija Bose (@adrijabose) February 9, 2023

ცხოველთა დაცვის დეპარტამენტის მიმართვას პოლიტიკური ანალიტიკოსი, ნილანჯან მუხოფადიაი ეხმაურება და მას "აბსოლუტურად გიჟურს და ალოგიკურს" უწოდებს: "ეს გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ხაზი წაშლილია, რაც ძალიან დამთრგუნველია. სახელმწიფო ახლა იმას აკეთებს, რასაც პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები კარნახობენ."

I first thought it's FAKE NEWS, had archived tweets by news channels & verified handles. Turns out it's true. Animal Welfare board of India wants (appeal) you to celebrate "Cow Hug Day" on Feb 14th Coz it brings “emotional richness” & increase “individual & collective happiness” pic.twitter.com/wPEooNaAMG
— Mohammed Zubair (@zoo_bear) February 8, 2023

წყარო: aljazeera

მოამზადა: ანა სიბოშვილმა