ავტორი:

ქურქები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების ქვრივებს დაურიგეს, ვიდეოს გადაღების შემდეგ ჩამოართვეს  - "ზოგიერთი მათგანი ქვრივი არ იყო, გადაღებისთვის დაიქირავეს"

ქურქები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების ქვრივებს დაურიგეს, ვიდეოს გადაღების შემდეგ ჩამოართვეს  - "ზოგიერთი მათგანი ქვრივი არ იყო, გადაღებისთვის დაიქირავეს"

"ბეწვის ქურქები მეუღლის სანაცვლოდ", - რამდენიმე დღის წინ ამ სათაურით სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მითითებული იყო, რომ ვიდეოზე აღბეჭდილები იყვნენ რუსი სამხედროების ქვრივები, რომლებსაც საჩუქრად ქურქები დაურიგეს.

ვიდეოზე ჩანდა ათამდე ქალი, რომლებსაც ხელში საჩუქრად მიღებული ქურქები ჰქონდათ და მადლობას იხდიდნენ.

გამოცემა insider.ru-ს ცნობით, ქალებს ქურქები მხოლოდ ვიდეოსთვის მისცეს, გადაღების შემდეგ კი ის უკან წაიღეს. გარდა ამისა, მათ შორის ყველა ჯარისკაცის ქვრივი არ იყო და ზოგიერთი ქალი უბრალოდ, გადაღებისთვის დაიქირავეს.

  • ვიდეოს ზოგიერთი მონაწილე ამის შესახებ "ინსაიდერთან" ანონიმურად საუბრობს. მათი თქმით, ზოგი ქალი კამერის წინ, უბრალოდ, ქვრივის როლს თამაშობდა.

ვიდეოს მონაწილეები გამოცემასთან ამბობენ, რომ კადრების გადაღების შემდეგ ქურქი ყველა მათგანს გამოართვეს და უკან წაიღეს. საინტერესოა, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ქურქები, ხერსონის ერთ-ერთი მაღაზიიდან არის მოპარული.

The Insider-ის ცნობით, გადაღებას ხელმძღვანელობდნენ ევგენი სკრიპნიკი, რომელიც დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი "თავდაცვის მინისტრის" იგორ სტრელკოვის თანამოაზრეა, ასევე სტრელკოვის ცოლი მიროსლავა რეგისნსკაია და ვინმე ოლგა ვასილიევა.

  • ნახეთ ვიდეო: