ავტორი:

არსებული ინფორმაციით, დუშეთში რამდენიმე ძაღლი მოკლეს - შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

არსებული ინფორმაციით, დუშეთში რამდენიმე ძაღლი მოკლეს - შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში,13 თებერვალს, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება 259-1 მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუშეთში რამდენიმე ძაღლი მოკლეს. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, ძაღლები მოწამლეს.