ავტორი:

"მოსკოვში ყოველთვის ვეძებდი თბილისს... ვცხოვრობდით ილუზიაში" - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ომზე, საქართველოში ჩამოსულ რუსებსა და პუტინის მომხრე ექსსიმამრზე

"მოსკოვში ყოველთვის ვეძებდი თბილისს... ვცხოვრობდით ილუზიაში" - რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ომზე, საქართველოში ჩამოსულ რუსებსა და პუტინის მომხრე ექსსიმამრზე

რუსეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა რეზო გიგინეიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა კატერინა გორდეევას, სადაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე მის დამოკიდებულებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებზე და გაიხსენა ბავშვობის მოგონებები თბილისზე:

- ვცდილობ დავიცვა ჩემი შვილები, სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ, ვცდილობ მათში სიძულვილის მარცვალი არ გავაღვივო. ერთი არასწორი სიტყვა და შეიძლება ამით ავნო, არ უნდა იყო რადიკალური. არ უნდა დაიკავო პოზიცია, რომ რაღაცის მომხრე ან წინააღმდეგი ხართ. თქვენ უნდა თქვათ, რომ ეს „სამხედრო ოპერაცია“ (რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე სამხედრო ოპერაციად უწოდებს - რედ.) ცუდია, ხალხი იღუპება. და ჩვენი ამოცანაა შევეცადოთ, ეს ყველაფერი შევაჩეროთ.

უფროსი ქალიშვილი რეზო გიგინეიშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. რეჟისორისა და ანასტასია კოჩეტკოვას 16 წლის გოგონა აშშ-ში ცხოვრობს. რეზო გიგინეიშვილი და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი ნადეჟდა 2010 წელს დაქორწიდნენ. შვიდწლიანი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ნინა და ივანე. რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს და ომს უკრაინაში.

ნიკიტა მიხალკოვის შესახებ

ნიკიტა სერგეევიჩის პოზიცია ნათელია, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ის ჩემი შვილების ბაბუაა და ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ შემიძლია.

უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ

როდესაც აქ (საქართველოში) ხალხმა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ გაიგეს, მაშინვე ძველ დროში დაბრუნდნენ (რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტების დროს). ისინი დროის მანქანაში ჩასხდნენ, რადგან ეს ემოციები კვლავ ცოცხლობს მათში. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ღარიბულად ცხოვრობენ, მაშინვე დაიწყეს თანხის შეგროვება უკრაინის დასახმარებლად...

ახლა რომ ვუყურებ ჩაბნელებული კიევის კადრებს, ყურში მესმის, როგორ ღრიალებდა ღამით თბილისი. მესმის გენერატორების უწყვეტი ხმა (თბილისში ომის დროს ხშირად ელექტროენერგია არ იყო. რედ.), რომელიც მაკავშირებს ჩემს ბავშვობასა და იმას შორის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავ. ეს კიდევ უფრო საშიშს ხდის. მაგრამ ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, ადამიანი პოულობ ისეთ რამეს, რასაც შეძლებ, რომ ჩაეჭიდოთ. ჩვენ იუმორით ვცხოვრობდით.

საქართველოში რუსი ემიგრანტების შესახებ

ჩამოვედი აქ [თბილისში] და ვნახე უამრავი შესანიშნავი, ჭკვიანი ბიჭი, რომლებმაც დატოვეს რუსეთი. მესმის, რომ დისკომფორტია, როდესაც საქართველოში ვინმეს არ სურს გიპასუხოთ რუსულად. ეს არავის არ უნდა ეწყინოს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დიდი სტრესი და შიში საქართველოსთვის, რადგან აქ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ჩამოვიდა.

საქართველო ყოველთვის სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ვფიქრობ, პარადოქსიც არის, როცა აქ ჩამოსულ ხალხს სურთ თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

აფხაზეთის ომის შესახებ

მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ და ვწუხვარ, რომ ეს მოხდა. ომის დროს ხალხმა თბილისში დროებით ჩამოსახლება დაიწყო, მაგრამ აქ 30 წელი დარჩნენ. მათ არ მოსწონთ სიტყვა „ლტოლვილები“, უფრო მეტად მიგრანტები არიან.

სროლა...

მახსოვს 1991 თუ 1992 წელს ახალი წელი იდგა თბილისში. 12 საათზე მთელი ცა წითლად და მწვანედ შეიღება, უმისამართოდ ისროდნენ. მახსოვს ჩემი დის ხმა, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეზოში ჩავსულიყავი. ეს სროლა დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა. მე მგონია, რომ ადამიანი, როდესაც ჩახმახს თითს გამოჰკრავს, ბრაზდება. თავი ავწიე და მაგიდასთან ჯდომა აღარ მინდოდა, მაშინ 10 წლის ვიყავი. ძნელი იყო ამისთვის დღესასწაული მეწოდებინა. მას შემდეგ ცხოვრებაში ერთი ახალი წელი მქონდა, როდესაც მივხვდი, რომ ეს ნამდვილად დღესასწაულია.

საქართველოს თავისუფლების ფასის შესახებ

1989 წელს საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. მაშინ ხალხი გაერთიანდა და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მიტინგის დაშლის ნაცვლად შემოვიდნენ ჯარები, რომლებმაც დაიწყეს ხალხის ცემა ნიჩბებით, კლავდნენ ქალებს, ხალხმა არ იცოდა სად გაქცეულიყო, დერეფანი სჭირდებოდათ. ეს არის არაპროფესიონალიზმი, რომელიც გადის საბჭოთა კავშირზე. ისინი უბრალოდ მოვიდნენ, უხეში ძალით, ხალხს ტოქსიკური ნივთიერებები შეასხურეს და დახოცეს.

მეორე დღეს ეზოში ბურთის სათამაშოდ გავედი. თამაშისას ბურთი მეზობლის "ვოლგის" ქვეშ შემიგორდა და გამოსაღებად დავიხარე. ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ფეხი დამაბიჯა. თავი ავწიე და ვხედავ - მაშინ მომეჩვენა, ზრდასრული, მაგრამ მაქსიმუმ 18 თუ 21 წლის ბიჭი იყო ჯარისკაცი ფორმაში, ავტომატი ეჭირა. ისინი ქუჩებში პატრულირებდნენ.

გორბაჩოვის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მე და ჩემი მშობლები გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირის ჩაგვრისგან. მიუხედავად ამისა, მაშინ ის იყო ლიდერი და ნება დართო, რომ 9 აპრილს ხალხი დაღუპულიყვნენ.

ჩვენ სულ ვიხდიდით სიცოცხლისა და თავისუფლების ფასს. საქართველოს მთელი ისტორია სიკვდილთან და სიცოცხლესთანაა დაკავშირებული.

2000-იანი წლების დასაწყისში

2000-იანი წლებიდან ჩემმა პროფესიამ გამიტაცა და ყველაფერი დამავიწყდა, 22 წლის ვიყავი, აღარ მინდოდა იარაღიანი ხალხის დანახვა, არ მინდოდა ომის თემატიკაზე ფიქრი. მინდოდა მენახა ის ფერადი სამყარო, რომელიც გადავიღე ფილმში „სითბო“ (რეზო გიგინეიშვილის 2006 წლის ფილმი - რედ.) ეს არ არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვცხოვრობდი, არამედ ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ მინდა ვიცხოვრო. მზე მინდოდა ჩამეტანა რუსეთში. როდესაც ფილმს ვიღებდი, მოსკოვში პატარა ქუჩებს ვეძებდი, როგორც თბილისში. თბილისს ყოველთვის მოსკოვში ვეძებდი. ჩვენ ვცხოვრობდით ილუზიაში, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, გვინდოდა ამ თავისუფლების ჰაერის ჩასუნთქვა.

2008 წლის შემდეგ რუსეთში ცხოვრების შესახებ

ომი სწრაფად, 5 დღეში დასრულდა. საშინლად ვღელავდი, მეგობრებს ვურეკავდი. ძნელია გააცნობიერო, რომ შენი ბავშვობის მეგობარი მოულოდნელად რეზერვში აღმოჩნდება.

როდესაც ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან. როდესაც 2011 წელს გამოვიდა ფილმი "სიყვარული აქცენტით", მაშინ მთელი პროპაგანდა იყო მიმართული იმაზე, რომ ქართველები ცუდები არიან და მკვლელები და ა.შ. ამ ფილმით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის თქმა, რომ ეს ასე არ არის.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

საქართველოს ნაკლებად სავარაუდოა, რომ სურდეს საბჭოთა კავშირში გაწევრიანება. ყველა პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, ეხმიანება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღეს, გადაახტნენ იმ ადამიანების სურვილებს, რომლებიც თავიანთ სახლებში ცხოვრობდნენ.

როდესაც ერთმანეთს სტუმრად ვპატიჟებთ, ეს სხვა მომენტია, მაგრამ თუ გამოვაღებ შენი ბინის კარს და იქ ერთ-ერთ ოთახში დავსახლდები, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეგობრები დავრჩეთ.

მეჩვენება, რომ როგორც კი შეწყდება აგრესია და ძალადობრივი მცდელობები, რომ ჩვენ "თანამცხოვრებნი" გავხდეთ, ყველაფერი გამოსწორდება. ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც ერთმანეთის საზღვრებს პატივს ვცემთ.

იხილეთ ასევე: