ავტორი:

"ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი" - მეუფე იაკობი

"ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი" - მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“.

"ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“.

"ვინ გითხრათ რომ დაგვიანდა? ჩვენ აქ ვიკრიბებით 12 საათზე და 6 საათზე, ან 8 საათზე რომ გადაგვეწყვიტა და დაგვეწყო რა? ვის რა პრეტენზია აქვს? მანამდე გავიარეთ საკითხები და შედარებით სწრაფად იმიტომ დავამთავრეთ“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.