ავტორი:

ახალქალაქში დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელიც არასრულწლოვანს სექსუალურ კავშირს აძალებდა და ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა

ახალქალაქში დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელიც არასრულწლოვანს სექსუალურ კავშირს აძალებდა და ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა

ახალქალაქში, 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის იძულებასა და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დაკავებული ბრალს აღიარებს.

გამოძიება სსკ–ის 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სექსუალური კავშირის იძულებას (იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) გულისხმობს. გარდა ამისა, დაკავებულს სსკ–ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ქმედებას – გამოძალვასაც ედავებიან.