საგარეჯოში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ საგარეჯოს გზაზე მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. მიღებული ტრავმები სამი მგზავრისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. რა გახდა ავარიის მიზეზი ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება.