ავტორი:

თბილისში ახალი, პრემიუმ კლასის საკურორტო სივრცე გაჩნდა

თბილისში ახალი, პრემიუმ კლასის საკურორტო სივრცე გაჩნდა

თუ გსურთ, თბილისში დაისვენოთ და გაერთოთ სრულყოფილად, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და მიიღოთ პრემიუმ მომსახურება ერთ სივრცეში, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ახლადგახსნილ „გალფ აქვამარინ ჰოთელს“.

„ჯინო ჰოლდინგმა“ თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ ტერიტორიაზე, საკურორტო ზონაში ოფიციალურად გახსნა 4-ვარსკვლავიანი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს აუზს, რესტორანს, ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს და წვეულების დარბაზს.

ახალი სასტუმროს გახსნით დასვენების მოყვარულებისთვის გაჩნდა ახალი, პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც მათ მრავალფეროვან მომსახურებას თბილისიდან გაუსვლელად სთავაზობს. სასტუმრო დამსვენებლებს მათი გემოვნებისა და ინტერესების შესაბამის მომსახურებას შესთავაზებს. ერთ სივრცეში შესაძლებელია დაისვენოთ, გაერთოთ მეგობრებსა თუ ოჯახთან ერთად, გამართოთ საქმიანი შეხვედრები, გემრიელად ივახშმოთ, ისარგებლო პრემიუმ კლასის სპა მომსახურებით და რაც მთავარია, დარჩეთ 4-ვარსკვლავიან სასტუმროში.

215-ნომრიანი სასტუმროს გახსნით სრულყოფილი დასვენება და გართობა უკვე თბილისიდან გაუსვლელად გახდა შესაძლებელი.

სასტუმროში All day Dining სტილის რესტორანია. შეფმზარეულები მრავალფეროვან, ქართულ და უცხოურ კერძებს შემოგთავაზებენ, რომელთა დაგემოვნებაც თბილისის ზღვის ულამაზესი ხედების ფონზეა შესაძლებელი.

„ჯინოს“ ველნეს და სპა სივრცეში შესაძლებელია ჩაიტაროთ მრავალფეროვანი პროცედურები, რომლებიც რელაქსაციასა და სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. სპაში სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ: 6 საუნა, თბილი ვირპული და ცივი აუზი, ტეპიდარიუმი, ფეხის დათბილვის აბაზანები, ყინულის ბორცვი. ასევე ისარგებლებთ ყველასათვის ცნობილი მაკედონელის ოქროს სავარძლით. მომსახურებაში ასევე შედის ფიტნეს ცენტრი.

თუ დასვენებასთან ერთად გართობასაც გეგმავთ, მაშინ თბილისში ყველაზე დიდი აკვაპარკი თქვენს ხელთაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტობოგანებითა და სასრიალოებით, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ადამიანებზეა გათვლილი.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიერიდან შესაძლებელია რომ ამავე სივრცეში, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩეთ და თქვენი დასვენება მეტად გაიხანგრძლივოთ.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში „ჯინო ჯგუფმა“ ერთგულ თუ ახალ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობა მთელი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

არ გამოტოვოთ შეთავაზება, დატკბით საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული სასიამოვნო მომენტებით „გალფ აქვამარინ ჰოთელში“.

R