ავტორი:

Bolt-ის აპლიკაციაში უკრაინის დასახმარებლად კატეგორია დაემატა

Bolt-ის აპლიკაციაში უკრაინის დასახმარებლად კატეგორია დაემატა

კომპანია Bolt აქტიურად იყო ჩართული ომით დაზარალებული უკრაინის მხარდაჭერის პროცესში. კომპანიამ გასულ წელს დონაციის სახით 5 მილიონი ევრო გადაურიცხა უკრაინის მხარდამჭერ ორგანიზაციებს. თუმცა, ომი 1 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება და რთულ პირობებში მყოფ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დახმარება სჭირდება.

Bolt-მა უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად ამჯერად საქართველოში წამოიწყო ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეგროვებული დონაცია ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას მოხმარდება.

ამ მიზნის მისაღწევად, Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებულია ახალი, საქველმოქმედო For Ukraine კატეგორია.

For Ukraine კატეგორიით შესრულებულ ყოველ მგზავრობას 1 ლარი დაემატება, რომელიც დონაციის სახით უკრაინის მხარდამჭერი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშზე გადაირიცხება. Bolt კი, მგზავრის მიერ გაღებულ 1 ლარს, კიდევ 1 ლარს დაუმატებს.

შეგროვებული თანხით ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნებათ უკრაინელებს, რომლებსაც ამჟამად ლუჰანსკში და უკრაინის სხვა მხარეებში, ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად:

  • გახსენი აპლიკაცია
  • მონიშნე საწყისი ლოკაცია
  • მიუთითე სასურველი მისამართი
  • აირჩიე For Ukraine კატეგორია

“უკრაინაში ომი გრძელდება და ყოველდღიურად ნადგურდება საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, რაც უმძიმეს პირობებს ქმნის მოსახლეობისთვის. ჩვენ კვლავ ჩვენი მიზნის ერთგული ვრჩებით და გადავწყვიტეთ კამპანიის ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებთან ერთად შევაგროვოთ კონტრიბუცია, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული.

For Ukraine კატეგორიით სარგებლობა და კამპანიაში ჩართვა Bolt-ის ყველა მომხმარებლისთვის იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ კამპანიის მეშვეობით ერთად შევიტანთ წვლილს ომში მცხოვრები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.” - აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.

R