ავტორი:

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  თურქეთში ჩავიდა და იქაურ კოლეგას შეხვდა

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  თურქეთში ჩავიდა და იქაურ კოლეგას შეხვდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის დელეგაცია თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, სომხურ დელეგაციას ანკარის აეროპორტში სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი, სერდარ კილიჩი დახვდა.

გაიმართა პირისპირ შეხვედრა სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რის შემდეგაც აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

  • ცნობისთვის, აქამდე, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ფაშიანიანმა მიუსამძიმრა ერდოღანსა და თურქ ხალხს და თანადგომა გამოუცხადა მათივე ცნობით, ფაშინიანმა ყველა დაზარალებულს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. გარდა ამისა, სომხეთმა თურქეთს სამაშველო ჯგუფი გაუგზავნა დასახმარებლად.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას. მან ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის დიალოგის შემდგომი გაღრმავების კონტექსტში.

  • ინფორმაციისთვის, თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები წლებია არ აქვთ.