ავტორი:

პენიტენციური სამსახური კლინიკა "ვივამედიდან" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

პენიტენციური სამსახური კლინიკა "ვივამედიდან" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

სპეციალური პენიტენციური სამსახური "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე განცხადებას და კლინიკა "ვივამედში" გადაღებულ ახალ კადრებს ავრცელებს.

"გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა. საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: