ავტორი:

თეა წულუკიანზე დაწერილი პოსტის გამო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა ქეთა გაბიანი - რას წერს მინისტრი?

თეა წულუკიანზე დაწერილი პოსტის გამო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა ქეთა გაბიანი - რას წერს მინისტრი?

"ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი ქეთა გაბიანი, რომელმაც ერთი წლის წინ საკუთარ პოსტში თეა წულუკიანი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.

ინფორმაციას კულტურის მინისტრი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს

"ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა. მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია! მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!" - წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, ერთი წლის წინ გაბიანმა პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა. თუმცა მოგვიანებით პოსტის სქრინი "ფეისბუქზე" დადო თეა წულუკიანმა. სქრინზე ჩანს, რომ გაბიანი უცენზუროდ სიტყვებს იყენებს და წერს: "ეს "სუჩკა" თეა წულუკიანი უნდა დავმარხო..."