ავტორი:

"უნგრეთი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ეროკავშირის გადაწყვეტილებას ბლოკავს" - მედია

"უნგრეთი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ეროკავშირის გადაწყვეტილებას ბლოკავს" - მედია

უნგრეთმა დაბლოკა ინიციატივა, ევროკავშირს გამოეხატა პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

უკრაინული მედიის ცნობით, პოლონურ რადიო RMF FM-ზე იუწყება, რომ პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, სააკაშვილისთვის პატიმრობის ვადა შეეჩერებინათ, რათა მას საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა. აღნიშნული წინადადება უნდა შესულიყო ევროკავშირის დიპლომატიურ პროტესტში, რომლის გამოხატვასაც ოფიციალური თბილისის მიმართ აპირებდნენ.

პოლონეთის წინადადებას უნგრეთის გარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ ყველა ღონეს ხმარობენ, რათა დაარწმუნონ ბუდაპეშტი, აზრი შეიცვალოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გასულ კვირას ევროკავშირის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.