ავტორი:

"რუსეთი 24 თებერვალს მასიურ თავდასხმას ამზადებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ" - ოლექსი დანილოვი

"რუსეთი 24 თებერვალს მასიურ თავდასხმას ამზადებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ" - ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასიურ თავდასხმას გეგმავს.

მისივე თქმით, უკრაინა მზად არის, რომ ასეთ დარტყმას გაუმკლავდეს.

"ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა "მივიღეთ“. ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერს გადავლახავთ", - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, ზაფხულში სრულიად განსხვავებულ ვითარება იქნება, როგორც მთლიან ფრონტზე, ასევე ცალკეულ მონაკვეთებში.

"ახლა აქვთ ფრაზა "ახალი მიწები“. ჯერ ერთი, ეს მიწები არ არიან "ახლები“, არამედ ჩვენი ძველი მიწებია და ჩვენ არ ვაპირებთ მათ დათმობას. მეორეც, ვნახოთ, ვისი მიწა იქნება ომის შემდეგ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რუსეთის ფედერაცია დაიშლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ჩვენ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ამას ყველა ხვდება, ვისაც გონება აქვს“, - აღნიშნა დანილოვმა.