ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
"აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, "სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება.